1746303287
„ქართული სიმღერით სოფი ლორენის გადარევას, ჩემ თავზე ვიღებ“ – დათო არჩვაძე კარლო პონტის ნათლობას ეხმიანება

მამა გაბრიელის სულიერი შვილმა მალხაზ ჯინორიამ გაგვიზიარა ამბავი იმის შესახებ, რომ ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის შვილი, მაესტრო კარლო პონტი მცხეთაში მოინათლა და გაბრიელი დაერქვა
აღსანიშნავია, რომ კარლოს მონათვლის მთავარი „მიზეზი“ მისი ქართველი საცოლე მარიამ შარმანაშვილია. წყვილის ქორწილი საქართველოში, 26 ივლისს გაიმართება.
„ქრისტე აღსდგა!. მეგობრებო საოცარი რამ მოხდა სამთავროს მონასტერში, გუშინ მოინათლა სოფი ლორენის შვილი, ცნობილი დირიჟორი და დაერქვა სახელი გაბრიელი, ჩვენი წმინდა მამა გაბრიელის საპატივცემულოდ. ქორწილს აქ აპირებს და როგორც ითქვა, ქორწილში სოფი ლორენი ჩამოდის“, – დაწერა მალხაზ ჯინორიამ. ამ პოსტს კომენტარებში ეხმაურება მომღერალი დათო არჩვაძე: „ნეტაი ქორწილში არ დამპაიჟებენ?!. ქართული სიმღერით სოფი ლორენის გადარევას ჩემ თავზე ვიღებ“, – წერს დათო არჩვაძე.