„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში…“ - თორნიკე კვარაცხელიას პირველი კომენტარი ძმაზე

თორნიკე კვარა

ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი, თორნიკე კვარაცხელია ძმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში, უმძიმესი ტრავმა მიიღო. მეც, როგორც ყველა ქართველი, მის გვერდით ვარ და სულ მის გვერდით ვიქნები“, - თქვა თორნიკემ "90 წუთთან".

ცნობისთვის, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, კოპენჰაგენის წინააღმდეგ, თორნიკე კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და ორივე გოლი ტრავმირებული ძმის, ხვიჩას სტილში აღნიშნა.

✕