აშშ-ში 31 წლის ქალი გარდაიცვალა — ოჯახი მიიჩნევს, რომ ChatGPT-მა მათი შვილი მოკლა
1793308615
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ანგარიში.
გამოსვლისას ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს, იუჯი ივასავას, წლიური ანგარიშის წარდგენისთვის და ისაუბრა სასამართლოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში, დავების მშვიდობიან გადაწყვეტასა და საერთაშორისო სამართლის განვითარებაში.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.