საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი
1733169284
„ჰალ სიტის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე ავტორიტეტულ ნიდერლანდურ გამოცემას, De Telegraaf-ს ესაუბრა და „ნაპოლისა“ და „აიაქსის“ დაპირისპირებას გამოეხმაურა. არველაძემ განაცხადა, რომ წარსულში კვარაცხელიას გადაბირება სწორედ „აიაქსს“ სურდა.
„გასულ ზამთარში, ხვიჩა კვარაცხელია „აიაქსს“ შესთავაზეს. დრო ძალიან მცირე იყო და ამსტერდამელებმა ჩათვალეს, რომ 15 მილიონი ევრო, რომელსაც კვარაცხელიას სანაცვლოდ სთავაზობდნენ, ძალიან დიდი თანხა გახლდათ. „აიაქსს“ უნდოდა, 9-12 მილიონი გადაეხადა, თუმცა, საბოლოოდ, იგი „ნაპოლიმ“ 10 მილიონად შეიძინა.
ხვიჩა უბრალოდ კარგი არაა. ის კლასს ღვრის. კვარაცხელია ფიზიკურად ძლიერია, ორივე ფეხს კარგად იყენებს და სრულყოფილი მოთამაშეა. მასში ყველაზე გამორჩეული ისაა, რომ ორივე ფეხით კარგად თამაშობს და მცირე სივრცეში ბრწყინვალედ მოქმედებს. ის მოედანზე ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს და არ მახსოვს, არასწორი არჩევანი გაეკეთებინოს. ხვიჩა თამაშს ძალიან კარგად კითხულობს.“ - განაცხადა არველაძემ.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ და „აიაქსი“ ერთმანეთს დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.