1782244801
5:0 - პორტუგალიამ უზბეკეთის ნაკრები დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩი დასრულდა. პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა უზბეკეთის გუნდს შანსი არ დაუტოვა და შეხვედრა დიდი ანგარიშით - 5:0 მოიგო.
პორტუგალიელებმა მატჩზე კონტროლი პირველივე წუთებიდან მოიპოვეს. ანგარიში სწრაფად, შეხვედრის მე-6 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა. მათ ზეწოლა გააგრძელეს და უკვე მე-17 წუთზე ნუნუ მენდეშმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს, 39-ე წუთზე, კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი გაიფორმა და ანგარიში 3:0 გახდა.
მატჩის მეორე ნახევარში უზბეკების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მე-60 წუთზე აბდუვოჰიდ ნემატოვმა ავტოგოლი გაიტანა. შეხვედრის საბოლოო წერტილი კი 87-ე წუთზე რაფაელ ლეაომ დასვა, რომელმაც მეტოქის კარში მეხუთე გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟსა და მიმოხილვას შეგიძლიათ თვალი "რუსთავი 2-ის" ეთერში ადევნოთ.












