„ნუ ეტყვით ამას ადამიანს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა!“ - ილია თოფურიას ყოფილი მეუღლის მიმართვა
1782848950
მსოფლიო ჩემპიონატზე კოტ-დ’ივუარისა და ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული დაპირისპირება ნორვეგიის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩში ანგარიში პირველ ტაიმში, შეხვედრის 39-ე წუთზე ანტონიო ნუსამ გახსნა და ნორვეგია დააწინაურა. კოტ-დ’ივუარის ნაკრები მეორე ტაიმში დიდ ძალებს ფლობდა და მიზანს მიაღწია კიდეც - 74-ე წუთზე ამად დიალომ წონასწორობა აღადგინა და თამაში კიდევ უფრო დაძაბა.
თუმცა, ნორვეგიელებმა მაინც მოახერხეს მატჩის თავის სასარგებლოდ დასრულება. 86-ე წუთზე ერლინგ ბრაუტ ჰაალანდმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ნორვეგიას უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ნორვეგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალშია
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟსა და მატჩის შემდგომ საუკეთესო მომენტების მიმოხილვას შეგიძლიათ თვალი "რუსთავი 2-ის" ეთერში ადევნოთ.