დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საბა ასანიძე ევროპის ჩემპიონია - მის ანგარიშზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალია.
ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით ფიცარნაგზე 81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი გამოდის.
ატაცში საბა ასანიძემ 140/144/146 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა! ძალოსანმა აკვრაში 175/182 ძლევიოთ ოქროს მედალი დაისაკუთრა! ასევე უმაღლესი სინჯის მედალი აქვს ორჭიდის ჯამში მოგროვილი 328 კილოგრამითაც.
ნიკოლოზ ესართიამ 137/141 კგ. დაძლია და ატაცში მე-6 ადგილი დაიკავა. ძალოსანმა აკვრაში თავი 171/177 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილი ერგო, ორჭიდში მოგროვილი 318 კილოგრამით კი მე-5.
ცნობისთვის, გუშინ კახი ასანიძემ გაიმარჯვა, 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს კი მისმა ძმამ, საბა ასანიძემ 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. ასანიძეებმა მთლიანობაში 2 ვერცხლის და 4 ოქროს მედალი მოიპოვეს.