ცურვისა და სხვა ფიზიკური აქტივობების დაფინანსება 70 ლარამდე თანხით - ნახეთ, ვის და როგორ შეუძლია პროგრამით სარგებლობა

puli

სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებზე სწავლების დაფინანსების პროგრამა თბილისის მერიაში ფუნქციონირებს. 

ვის და როგორ შეუძლია ფიზიკური აქტივობის წრეებში ჩართვა, "პრაიმტაიმის" ამ სტატიაში ნახავთ:

რა არის პროგრამის არსი?

პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოზარდების ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული მოსწავლეების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსებას, ერთი სახეობის არჩევის უფლებით.

ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები?

პროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.

რას მოიცავს პროგრამა?

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:


• ფეხბურთი - 50 ლარი


• ტანვარჯიში - 35 ლარი


• ცურვა - 70 ლარი


• სხვა სახეობები - 30 ლარი


როგორ უნდა ჩაერთოს პირი პროგრამაში?

მომსახურების მიღება ხორციელდება სპორტული სკოლისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე. საცურაო აუზების შემთხვევაში, საცურაო აუზის ადმინისტრაციისადმი მიმართვით ან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.