თბილისის რომელ უბანში შეძლებთ ბინის ყიდვას ყველაზე იაფად - განახლებული მონაცემები

თბილისი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბინებზე ფასი 4.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 1%-ით გაიზარდა. 

მათივე ცნობით, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4 პროცენტი შეადგინა.

ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2022 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2 პროცენტი). 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა ასევე დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 4.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 1 პროცენტით.

„საქსტატმა“ გამოაქვეყნა ბინების ფასები 1კვ. მეტრზე, თბილისის სხვადასხვა უბნის მიხედვით:

მთაწმინდა - 4 458 ლარი;

ვაკე - 3 690 ლარი;

კრწანისი - 3 143 ლარი;

საბურთალო - 3 072 ლარი;

ჩუღურეთი - 3 030 ლარი;

დიდუბე - 2 980 ლარი;

ნაძალადევი - 2 809 ლარი;

ისანი - 2 665 ლარი;

გლდანი - 2 619 ლარი;

სამგორი - 2 482 ლარი.