კიდევ ერთი სფერო, სადაც დასაქმებულებს იანვრიდან ხელფასები გაეზარდათ

ქართული ფული

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, იანვრიდან საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზრდება, უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლებს კი ხელფასი 20%-ით მოემატებათ.

ცნობილია, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია:

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 65 ლარით და განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება;

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება;

გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით;

გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივნისიდან 150 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;

დევნილთა სახლების უზრუნველყოფის კუთხით იწყება 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 250,0 მლნ ლარზე მეტი.

გარდა ამისა, ხელფასების გაზრდა გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების მიხედვით 15-დან 18 ლარამდე;

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 55 მილიონ ლარზე მეტი;

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 250 მილიონ ლარზე მეტი.

მთავარი სიახლეები