ხელფასი 1530-დან 8000 ლარამდე - საინტერესო შეთავაზება დასაქმების მსურველებს

ფული

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს.

უწყების ინფორმაციით,  იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ლოჯისტიკის, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საინჟინრო და ქიმიური, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალობის შესაბამისი განათლება ან/და გამოცდილება, 45 წლის ჩათვლით.

საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად თქვენ გაივლით შემდეგ ეტაპებს:

• რეგისტრაცია

• სამედიცინო შემოწმება

• საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT- 2თვე) BCT კურსის განმავლობაში, მიიღებთ ანაზღაურებას თვეში 500 ლარის ოდენობით.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით. სამსახურში გადანაწილების დროს, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 1530 ლარს. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.ერთჯერადი დანამატები შეადგენს: პირველი 4-წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 8 000 ლარს (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები):

2-წლიანი კონტრაქტისას - 6 000 ლარს, მეორე 4-წლიანი კონტრაქტისას - 16 000 ლარს;

უმცროს ოფიცერთათვის - პირველი 5-წლიანი კონტრაქტისას - 10 000 ლარს;

მეორე 5-წლიანი კონტრაქტისას - 20 000 ლარს. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორში. განაგრძეთ კითხვა