დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჟურნალისტი, პიარ სპეციალისტი ნინჩო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში მწერალ, დათო ტურაშვილთან დაკავშირებით ისტორიას გვიზიარებს. ემოციური ამბავი, ტურაშვილის იტალიაში ვიზიტს უკავშირდება.
როგორც ჯიბლაძე წერს, მწერალმა ტურის მონაწილეებს ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა. ბოლოს კი, იტალიაში მცხოვრებ ქართველსაც ესაუბრა.
„მოკლედ ამ ნოემბერს ნეაპოლს ესტუმრა დათო ჩვენს სტიპენდიანტებთან ერთად – ყველას კარგად გახსოვთ.
ჰოდა გიდი ახლდა ჩვენს ავტობუსს, იტალიელი ქალი იყო გამოყოფილი გიდად – მოკლედ ისეთი ტური ჩაატარა დათომ, ნამდვილი მასტერკლასი. ყველა ქვის და კოლონის ისტორია იცოდა ზეპირად.
ამ ქალს საუკეთესო დასვენება მოუწყვია თავის თავისთვის, გადაუდია ფეხი-ფეხზე. სულ დეტალებში უსწავლია თავიდან ნეაპოლის ისტორია დათოს მონაყოლოდან.
რომ დასრულდა ექსკურსიები, გაგიჟებულ გიდს უთქვამს დათოსთვის – ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, იტალიის ისტორია შენზე უკეთ რომ იცოდესო…. მერე უთხოვია: სახლში დედას მომვლელად ქართველი ქალი მუშაობს ჩემთან და შენთან უნდა დალაპარაკებაო. უსაუბრია ქართველ ემიგრანტს დათოსთან ბევრი, რომ დაუკიდია ტელეფონი – გიდიც ტიროდა თურმე და ჩვენი თანამემამულე ქალიც – იმდენი სიყვარული უხსნია ამ ქალს, ისე მოფერებია დათოს.
„არ იცი მე ახლა ვის ველაპარაკეო“, უთხრა იტალიელ გიდს, რომელიც კიდევ უფრო დაუბნევია ამ ყველაფერს“, – წერს ჯიბლაძე.