გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბენეფიციარები 400 ლარის ნაცვლად, 450 ლარით დაფინანსდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია.
„წლიდან წლამდე იზრდება „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბიუჯეტი. გასულ თვეში ამ ბავშვების მშობლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მარტში პროგრამაში კიდევ 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვებოდა, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 1 850-მდე შეადგენდა. ასევე, გაიზრდებოდა სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რიცხვი. ამჟამად, პროგრამის ბენეფიციარებს ცხრა ცენტრი ემსახურება“ , - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებისთვის წლიურად 5 400 ლარი გამოიყოფა.
„გაიზარდა პროგრამის ვაუჩერის ღირებულებაც და ყოველთვიურად, პროგრამის ბენეფიციარები 400 ლარის ნაცვლად 450 ლარით დაფინანსდებიან. თუ გასულ წელს პროგრამის ბენეფიციარებისთვის იხარჯებოდა 4 800 ლარი, ამიერიდან, თითოეული მათგანისთვის 5 400 ლარი იქნება გამოყოფილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ასევე წაიკითხეთ:
„7 წლის შვილი დაეღუპა შარშან და ნერვიულობამ შეიწირა - ცნობილი ბიზნესმენი გარდაიცვალა
VIDEO: ავარიის შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება - „დედა, რა ვქენი?! ყველა ხომ ხართ კარგად?“
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840