გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
კომპანია "ხარებას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ლიპარტიანი-ხარებავა გერმანიაში გარდაიცვალა. ხარებავამ კომპანია ძმებთან ერთად დააარსა და ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობასთან ახლოს სასტუმროს კომპლექსს აშენებს. ახლობლების ინფორმაციით, ბიზნესმენი ბოლო დროს მძიმე სენს ებრძოდა.
„გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენოთ ახლადშესვენებული ვახტანგ ლიპარტიანი-ხარებავა. სამშაბათს საღამოს 20:00 საათზე დავასვენებთ სვეტიცხოვლის ტაძარში. ",-ვკითხულობთ ერთ-ერთ ჯგუფში. ვახტანგ ლიპარტიანი-ხარებავას გამოსვენება მოხდება შაბათს, 5 აგვისტოს, 15:00 საათზე და სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალავენ.
"7 წლის შვილი გარდაეცვალა შარშან და სიმსივნემ და ნერვიულობამ შეიწირა",- გვითხრა ახლობელმა.
ასევე წაიკითხეთ:
დაათვალიერეთ ლიზა ჩიჩუას მშობლების სახლი, რომელმაც საზოგადოება აღაფრთოვანა
VIDEO: ავარიის შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება - „დედა, რა ვქენი?! ყველა ხომ ხართ კარგად?“