ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს - 22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
1734862563
1-ლი დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი.
კანონის თანახმად განსაზღვრულია, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია.
აღნიშნული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, 1-ლი დეკემბრიდან ძალაში შევიდა ასევე ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა ოდენობის ჯარიმებს, იმ შემთხვევაში თუ ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები დაირღვევა. ჯარიმის მოცულობა 800-დან 4 ათას ლარამდე მერყეობს.
ამავე კანონის თანახმად, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ საკანონმდებლო დონეზე დადგინდება და დასვენების დღედ გამოცხადდება.