„ჟიურის სამივე წევრმა დამასახელა მე როგორც გამარჯვებული - ამას ნამდვილად არ ველოდი" - ნინი ბრეგვაძის პირველი კომენტარი რინგის ტურის შემდეგ

ნინი ბრეგვაძე

ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ ამერიკული „ვოისის“ შესარჩევი ტურისა და „ბრმა კასტინგის“ წარმატებით გავლის შემდეგ, ცეცხლი დაანთო ,,რინგის" ტურშიც.

მომღერალი მუსიკალური შოუს შემდეგი ეტაპის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს..

„ნერვიულობის მომენტი არ მქონდა, იმიტომ რომ მარტო არ ვიდექი სცენაზე - გვერდით მყავდა ადამიანი, სოფია რომელიც ასევე არაჩვეულებრივად მღერის.. მგონია, რომ ორივე ძალიან გავერთეთ სცენაზე.. ნერვიულობა მემგონი საერთოდ არ იყო. რომ გითხრა ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი-მეთქი - არა. მაგრამ იმედები მქონდა და შესაბამისად უბედნიერესი ვიყავი, როდესაც საბოლოოდ შედეგი გავიგე... ჟიურის სამივე წევრმა დამასახელა მე როგორც გამარჯვებული - ამას ნამდვილად არ ველოდი. მეგონა, რომ აზრები გაიყოფოდა, მაგრამ ყველას ნინი(მე) მოვეწონე. გვენმა მითხრა, რომ იმდენად ერთობი და კარგ დროს ატარებ სცენაზე რომ ძალიან დამაჯერებელი ხარო, ნამდვილი ემოციები გაქვს",- ამბობს ნინი ბრეგვაძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან" საუბრის დროს.

 

ასევე ნახეთ:

VIDEO: ,,რომელი პლანეტიდან ხარ?" - ნინი ბრეგვაძის საოცარი შესრულება ამერიკულ ,,ვოისში" და აღფრთოვანებული ჟიური

10 ნიშანი, რომლებიც წარმოუდგენელი იღბლის მოახლოებას მიანიშნებს

VIDEO: „მეც მქონდა შემოთავაზებები, რომ თაია „გაშავებულიყო“ - ვის ამხელს მარტა ბარამიძე

„მიწისქვეშა გვირაბში, იატაკზე გვეძინა“ - ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებული ქალი უმძიმეს დღეებს იხსენებს