VIDEO: ,,რომელი პლანეტიდან ხარ?" - ნინი ბრეგვაძის საოცარი შესრულება ამერიკულ ,,ვოისში" და აღფრთოვანებული ჟიური

ნინი ბრეგვაძე

ქართველი მომღერლის ტრიუმფი. ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ მუსიკალურ შოუ The Voice-ში, ოთხივე მწვრთნელი პირველივე წამებზე შემოატრიალა.

ნინის ნამღერს, ჟიურისა და მაყურებლის აღფრთოვანება მოჰყვა. ჟიურის წევრები, ცნობილი მუსიკოსები ნინის გადასაბირებლად მარათონში ჩაერთნენ. ჟიურის რომელი წევრი აირჩია ქართველმა მომღერალმა, ამას გადაცემაში ვიხილავთ.

ამერიკელები ნინის შესრულებას ამერიკული ,,ახალი ხმის"ოფიციალურ გვერდზეც ეხმაურებიან:

,,ის ჩემი ფავორიტია",  ,,ვაუ, მისი ხმა ფენომენალურია, მჯერა, მას აქვს პოტენციალი, რომ მოიგოს ეს კონკურსი", 

,,ეს გოგო უკვე ვარსკვლავია!", ,,საოცარი, ფენომენალური ხმა აქვს", - წერენ ამერიკული ,,ვოისის" ოფიციალურ გვერდზე. 

ნახეთ, საოცარი შესრულება და ამაღელვებელი კადრები: