თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
23 ოქტომბერს, ჰამასის მიერ გათავისუფლებული ორი ტყვე, ნურიტ კუპერი და იოხევედ ლიფშიცი, თელ-ავივში, საავადმყოფოში იმყოფებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
85 წლის ლიფშიცმა ჰამასის ტყვეობაში გატარებული დღეების შესახებ პრესკონფერენციაზე მედიასთან ისაუბრა.
ქალი ამბობს, რომ ჯოჯოხეთი გაიარა. ტერორისტებმა კიბუციდან მოტოციკლით გაიტაცეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს.
როგორც ლიფშიცი იხსენებს, მოტოციკლიდან გადასვლის შემდეგ მას დახვდნენ ადამიანები, რომლებმაც უთხრეს, რომ თუ ყურანს იწამებდა, მას არავინ არაფერს დაუშავებდა. მისივე თქმით, ტერორისტებმა მას საათი და სამკაული წაართვეს. 24 ტყვესთან ერთად, მიწისქვეშა გვირაბებში, ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა აიძულეს. ლიფშიცი უამრავ გვირაბს ობობას ქსელს ადარებს. იოხევედ ლიფშიცი ამბობს, რომ ოთხ ადამიანთან ერთად მოათავსეს მიწისქვეშა გვირაბში არსებულ ოთახში და ეძინათ იატაკზე დაგებულ ლეიბზე. მათ მოსანახულებლად, 2-3 დღეში ერთხელ, ექიმი მიდიოდა.
ასევე ნახეთ:
ვრცელდება „ჰამასის“ თავდასხმის კადრები მშვიდობიან მოქალაქეებზე
VIDEO: შემაშფოთებელი კადრები -ლუდსახარშის თანამშრომელი ავზში შარდავს (უცხოეთი)