„მშვიდობით, ჩემო მეგობარო...“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი
1747856125
ზაკ ბრაფი „კლინიკის“ გაგრძელებაში ჯეი დის როლს დაუბრუნდება.
Deadline-ის ცნობით, მსახიობმა უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს, თუმცა ამას წინ მრავალთვიანი მოლაპარაკებები უძღოდა.
მოსალოდნელია, რომ ახლა 20th Television გაგრძელებაში მონაწილეობაზე სერიალის სხვა ვარსკვლავებსაც დაიყოლიებს - დონალდ ფეისონს, სარა ჩოკს, ჯონ კეი მაკგინლის და ჯუდი რეიესს.
კლინიკის გაგრძელებაზე, რომელიც ერთდროულად მისი გადატვირთვაც იქნება, ტელეკომპანია ABC მუშაობს.
ამერიკული კომედიურ-დრამატული სერიალი კლინიკა ახალგაზრდა ექიმების შესახებ მოგვითხრობდა. პროექტი ბილ ლოურენსმა შექმნა. სერიალის პრემიერა 2001 წლის ოქტომბერში NBC- ზე შედგა.