რას ნიშნავს, თუ სახლში პეპელა შემოფრინდება - როდის არის მათი გამოჩენა ბედნიერების წინასწარმეტყველი
1747769220
„საქართველოს ბანკმა“ რუს კლიენტებს ბანკის ბარათით ძვირადღირებულ მაღაზიებში 300 დოლარზე მეტი ღირებულების შესყიდვები შეუზღუდა.
ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად რუსულმა მედიასაშუალება РБК-მა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, კლიენტის საინფორმაციო ბიულეტენის ტექსტში ნათქვამია, რომ ზოგიერთ მაღალი კლასის უცხოურ საცალო ვაჭრობის ობიექტში, „საქართველოს ბანკის“ ბარათებით 300 ევროზე/აშშ დოლარზე/ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე მეტი თანხის „გადახდის ვარიანტები შეზღუდული იქნება“.
შეზღუდვები დაწესებულია საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, რომლებიც კრძალავს რუსეთში ამ ოდენობის ფუფუნების პროდუქციის მიწოდებას. საქართველოს ბანკი კლიენტებს სთხოვს, დაუკავშირდნენ რეზიდენტობის შეცვლის შემთხვევაში.
აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმტაიმმა“ საქართველოს ბანკში გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ ბანკი საერთაშორისო სანქციების შესაბამის წესებს იცავს.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, 2023 წლის №208/04 ბრძანებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ ,სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის“ თანახმად, ბანკები ვალდებულები არიან დაიცვან როგორც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, ისე, ქართული კანონმდებლობა.
„სანქციებთან დაკავშირებით, სებ-ის მიერ არ გამოცემულა ახალი რეგულაცია. თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის №208/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის“ თანახმად, ბანკები ვალდებულები არიან დაიცვან როგორც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, ისე, ქართული კანონმდებლობაც. როგორც მოგეხსენებათ ქართული ბანკები განუხრელად იცავენ და მოქმედებენ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“,- განმარტავენ „ეროვნულ ბანკში“