Wednesday-ის მეორე სეზონის დაანონსებამ გულშემატკივრები გაანაწყენა

Wednesday

Wednesday-ის მეორე სეზონის გამოსვლის თარიღმა გულშემატკივრები გაანაწყენა, რადგან ის ორად არის გაყოფილი. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ნეტფლიქსმა ცოტა ხნის წინ მსგავსი პრაქტიკისგან თავის შეკავება დაიწყო, Wednesday-ის მეორე სეზონი მაინც ორად იქნება გაყოფილი: პირველი ნაწილი 2026 წლის 6 აგვისტოს გამოვა, ხოლო მეორე ნაწილი - 3 სექტემბერს.

მიზანი ცხადია - ნეტფლიქსს სურს, გამოწერა ორი თვის გაახანგრძლივოთ და თუნდაც მხოლოდ ამ შოუსთვის დაბრუნდეთ პლატფორმაზე.

ორივე ნაწილი 4-4 ეპიზოდს მოიცავს. ზუსტად ისე, როგორც პირველ სეზონში, თუმცა ამჯერად სერიებს შორის ერთი თვეა წყვეტა. ნეტფლიქსი ადრე ამას ძირითადად იმ შემთხვევაში აკეთებდა, თუ გადაღებები დაგეგმილზე დიდხანს გრძელდებოდა. თუმცა, ბოლო წლებში ისინი მსგავს პრაქტიკას უფრო ხშირად მიმართავენ. ძირითადად მიზეზის გარეშე, უბრალოდ გამოწერის ხანგრძლივობის გასაზრდელად.

ნეტფლიქსმა თარიღის გამოცხადებასთან ერთად, ახალი თიზერიც გაავრცელა.

 

 

"ვენსდეი ადამსი (ჯენა ორტეგა) ბრუნდება და კვლავ ნევერმორის აკადემიის გოთიკურ დერეფნებში დააბიჯებს, სადაც ახალი საფრთხეები და გამოწვევები ელოდება. ამ სეზონში ვენსდეის მოუწევს გაუმკლავდეს ოჯახურ პრობლემებს, მეგობრებსა და ძველ მტრებს, რაც მას ახალ, ბნელ და უჩვეულო ქაოსში ჩაითრევს. ვენსდეის სარკაზმული გონება და უემოციო ხიბლი კვლავ მის განუყრელ "იარაღად" რჩება. მას ახალი, საზარელი ზებუნებრივი საიდუმლოს ამოხსნა მოუწევს" - ვკითხულობთ მეორე სეზონის ოფიციალურ სინოფსისში.

მეორე სეზონი უფრო მეტად ვენსდეის ოჯახზე კონცენტრირდება, მათ შორის, ეკრანზე გამოჩნდება გაზრდილი პაგსლი. სერიალს ბევრი ახალი მსახიობი შემოუერთდება(დიახ, თიზერში სტივ ბუშემი იყო).

Wednesday კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რთულია წინასწარ განსაზღვრო, რომელი შოუ გახდება ჰიტი ნეტფლიქსზე - სერიალს ასეთ წარმატებას ბევრი ვერ უწინასწარმეტყველებდა. და აი, დღეს ის სტრიმინგ ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ყურებად შოუდ მოგვევლინა.