ცნობილი ვარსკვლავები და პოლიტიკური ფიგურები მთელი მსოფლიოდან - ვინ დაესწრება აზიის უმდიდრესი ოჯახის ქორწილს

ვინ დაესწრება აზიის უმდიდრესი ოჯახის ქორწილს

ინდოელი მაგნატის, მუკეშ ამბანის უმცროსი ვაჟი, ანანტ ამბანი ქორწინდება. ქორწილი მუმბაიში გაიმართება, სადაც მიწვეული ვარსკვლავები და პოლიტიკური ფიგურები მთელი მსოფლიოდან ჩადიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მიწვეულ სტუმრებს შორის არიან რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. ისინი უკვე მუმბაიში არიან.

ანანტ ამბანი Reliance Industries-ის თავმჯდომარის მუკეშ ამბანის უმცროსი ვაჟია, რომელიც რადიკა მერჩანტიზე დაქორწინდება. ეს უკანასკნელი კი ინდოეთის ფარმაცევტული მაგნატების ოჯახიდან არის.

მათი ქორწილის აღნიშვნა 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ეს რამდენიმეთვიანი გრანდიოზული წვეულების კულმინაცია იქნება. ქორწილის გრანდიოზულობიდან გამომდინარე, მუმბაის ქუჩები გადაიკეტება.