ცნობილი თურქი მსახიობი ჯან იამანი დააკავეს

ჯან იამანი

სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ღამით ჩატარდა და ცხრა ღამის კლუბის რეიდს მოიცავდა, შვიდი ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან ცნობილი თურქი მსახიობი ჯან  იამანი და მსახიობი სელენ გორგუზელი. 

თურქული მედიის  ცნობით, შაბათს ჯან იამანი და სელენ გორგუზელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაიყვანენ სისხლის ანალიზის ჩასატარებლად.

გამოძიებას სტამბოლის მთავარი პროკურატურის კონტრაბანდის, ნარკოტიკებისა და ეკონომიკური დანაშაულების საგამოძიებო ბიურო აწარმოებს.

პროკურორის მითითებით, პოლიციის დანაყოფებმა შუაღამის შემდეგ სტამბოლში მდებარე ცხრა ღამის კლუბში ჩაატარეს რეიდები. ოპერაციის დროს რამდენიმე ობიექტზე ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს.

დაკავებულები არიან აღნიშნული დაწესებულებების მფლობელები, მენეჯერები, ასევე პირები, რომლებიც ნარკოტიკებთან აღმოჩენილ მასალებს უკავშირდებიან.

როგორც ირკვევა, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა შეტყობინება და ჩვენება, რომლის მიხედვითაც ჯან იამანი ნარკოტიკებს მოიხმარდა.

იამანი ცნობილი თურქი მსახიობი და მოდელია, რომელმაც საერთაშორისო პოპულარობა სატელევიზიო სერიალებით მოიპოვა.