„ტინას გული ძალიან სტკივა" - რა ხდება ტინა კუნაკსა და ვენსან კასელს შორის

ვენსანი და ტინა

უცხოური მედია ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის შესაძლო დაშორებაზე ალაპარაკდა. „საუკუნის წყვილის ურთიერთობა დასრულდა“, - ბოლო რამდენიმე დღეა, რაც საერთაშორისო მედია ფრანგი მსახიობისა და მოდელის შესახებ სტატიებს ამ სათაურით აქვეყნებს. 
 
ბრიტანული გამოცემის - Daily Mail-ის ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცოლ-ქმარი ერთმანეთს რამდენიმე კვირის წინ დაშორდა.  


„ოფიციალურად განქორწინებას უახლოეს მომავალში გეგმავენ. ტინას გული ძალიან სტკივა“ ,- აცხადებს ანონიმური წყარო. 


ცოტა ხნის წინ ვენსანმა სოციალური ქსელიდან მეუღლესთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. ამას ისიც დაემატა, რომ ახლახან ტინამ დაბადების დღე კასელის გარეშე აღნიშნა. მას ვენსანისგან არც საჯარო მილოცვა მიუღია. 


გულშემატკივრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, რომ ბოლო პერიოდში ინსტაგრამზე ვენსანმა მსახიობ, ევა გრინთან ერთად  გადაღებული არაერთი ფოტო გამოაქვეყნა.  საქმე ისაა, რომ ვენსანი და ევა 2 თვის წინ სერიალის, სახელწოდებით  „კავშირი“ პრემიერაზე იმყოფებოდნენ, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ.  უცხოური მედიის ცნობით, ისინი ერთად თავს მშვენივრად გრძნობდნენ. 

„ვენსანი ევასთან უფრო ბედნიერი იქნება“,- ამბობენ კასელის გულშემატკივრები.


თავად ვენსანსა და ტინას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. 
 
ვენსან კასელია და ტინა კუნაკის სიყვარულის ისტორია
 
ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის სიყვარულის ისტორია 2016 წელს დაიწყო. წყვილი ერთმანეთს საფრანგეთში შეხვდა. მაშინ კუნაკი 19 წლის იყო, კასელი კი 49-ის. მომავალი მეუღლის ასაკი მსახიობმა გაცნობიდან რამდენიმე დღეში შეიტყო. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ტინას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ვენსანი ცნობილი მსახიობი იყო.  
 
 
„მახსოვს ჩვენი პირველი პაემანი. ჯინსები და უბრალო მაისური მეცვა. ვენსანი ბიძაშვილთან ერთად იყო. ძალიან ვღელავდი“,- იხსენებს კუნაკი. 
 
 
„იმ დროს მიმაჩნდა, რომ ჩემი სიცოცხლე  ნაწილობრივ დასრულებული იყო. 2 შვილი უკვე მყავდა, კარიერაც მქონდა.საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ  ჩემს ცხოვრებაში ვინმე  გამოჩნდებოდა, ვინც ძალიან შემიყვარდებოდა. თუმცა, ეს მოხდა. მე ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ქალი შემიყვარდა“,- ამბობს კასელი.


ტინასა და ვენსანს ერთმანეთი შეხვედრისთანავე მოეწონათ. გაცნობიდან მალევე წყვილმა იბიცაზე საერთო მოგზაურობა დაგეგმა. სოციალურ ქსელში მათი პირველი  ფოტო 2016 წლის 1 აგვისტოთი თარიღდება. სურათს საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. წყვილს შორის 30 წლიანმა სხვაობამ საზოგადოების გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია.  ამის გამო წყვილი ურთიერთობას გარკვეული დროის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. 
 
წყვილის ამპლუაში მათი პირველი ოფიციალური გამოჩენა პარიზში, ბრენდის სახელწოდებით „ვიქტორია სეკრეტი“ ჩვენებაზე შედგა. წითელ ხალიჩაზე ვენსანისა და ტინას გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

„დიახ მე 52 წლის ვარ და 21 წლის გოგონაზე ვქორწინდები. უზომოდ შეყვარებული ვარ. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით და ბევრი ბავშვი გვეყოლება“,- განაცხადა ვენსანმა. 
 
ერთი ნახვით დაწყებული სიყვარულის ისტორია 2018 წელს ქორწილით დაგვირგვინდა. ცერემონია  საფრანგეთის ქალაქ ბიარიციში შედგა - იმ ადგილას, სადაც ტინამ ბავშვობა გაატარა.  პატარძალს ვერა ვანგის თეთრი კაბა ეცვა. 
 
თაფლობისთვის პირველ დღეს,  კასელმა მეუღლეს პორტუგალიური სიმღერა მიუძღვნა.  შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. 

 

 


 
2018 წელს მათ პირველი შვილი, ამაზონი შეეძინათ.
 
ვენსანი და ტინა გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში საერთო ფოტოებით ხშირად ანებივრებდნენ. წყვილი ერთმანეთის მიმართ სიყვარულის საჯაროდ გამოხატვას არასდროს ერიდებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ვენსან კასელმა ინსტაგრამიდან მეუღლის ყველა ფოტო წაშალა...
 
შეესაბამება თუ არა სიმართლეს კასელისა და კუნაკის დაშორების შესახებ უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია - ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.