ტეილორ ლოტნერი თავისი გარეგნობის ცვლილებასთან დაკავშირებულ კომენტარებს ეხმაურება

<blockquote class="instagram-media" data-instgrm-captioned data-instgrm-permalink="https://www.instagram.com/reel/CskEpCXgVPs/?utm_source=ig_embed&amp;utm_campaign=loading" data-instgrm-version="14" style=" background:#FFF; border:0; border-radius:3px; bo

აშშ-ში მაისი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და ამის აღსანიშნავად ცნობილი ადამიანები ხშირად მიმართავენ სოციალური მედიის პლატფორმას საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად. ასე მოიქცა მსახიობი ტეილორ ლოტნერიც, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტად ბინდის საგაში შესრულებული როლით იცნობენ. 

ლოტნერმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელში თავისი გარეგნობის ცვლილებასთან დაკავშირებულ კომენტარებზე ისაუბრა. მსახიობმა მაგალითად მოიყვანა თავისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ვიდეოს ქვეშ დაწერილი კომენტარები, სადაც ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მას "ასაკის მომატება ცუდად ეტყობა".

„ამან გამახსენა, რატომ არ ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს", - ამბობს 31 წლის ლოტნერი, - "ეს რომ ათი, ხუთი ან თუნდაც ორი-სამი წლის წინ წამეკითხა, ძალიან განვიცდიდი. მომინდებოდა, დავმალულიყავი და აღარსად გავსულიყავი".

როგორც ლოტნერი ამბობს, ასეთი დროც ყოფილა - როცა მაღაზიაში გასვლისგანაც კი თავს იკავებდა, რათა მისთვის ფოტო არ გადაეღოთ და შემდეგ ის სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად აქ ქცეულიყო.

თუმცა, მსახიობის თქმით, დღეს უკვე სხვაგვარად უდგება საკითხს; მართალია, მსგავსი კომენტარები კვლავ შემაწუხებელია, მაგრამ ეს საკუთარ თავს "ეჭვქვეშ არ აყენებინებს".

„მნიშვნელოვანი ის არის, რასაც მნიშვნელობას თავად ანიჭებ", - ამატებს ლოტნერი, - "თუკი მნიშვნელობას სხვების აზრს ანიჭებ, თავსაც შესაბამისად იგრძნობ. ხოლო თუ მნიშვნელობას მიანიჭებ საკუთარი თავის მიღებასა და იმის გათვალისწინებას, რა გჭირდება, რა გიყვარს - მსგავს კომენტარებზე აღარ იდარდებ".

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Taylor Lautner (@taylorlautner)