სხვების სხეულზე ნაკლები უნდა ვისაუბროთ - არიანა გრანდე გარეგნობის კრიტიკაზე

არიანა გრანდე

არიანა გრანდემ ცოტა ხნის წინ ახალი ტიკტოკი გამოაქვეყნა და შეხედულებები გაგვიზიარა იმ უხეში კომენტარების შესახებ, რომლებიც ადამიანთა გარეგნობის შესახებ ხშირად გვესმის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„ჩვენ უფრო თავაზიანები უნდა გავხდეთ და სხვების სხეულზე უფრო ნაკლები უნდა ვისაუბროთ. არსებობს სხვადასხვა გზა, რომლითაც ადამიანისთვის კომპლიმენტის თქმა შეგიძლია, ან თუ რაიმე არ მოგწონს, შეგიძლია საერთოდ არაფერი თქვა", - განაცხადა არიანა გრანდემ.

არიანა გრანემ გაიხსენა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როცა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გარეგნობის შესახებ უხეშ კომენტარებს თავადაც ისმენდა, რაც მისთვის ძალიან რთული იყო. მომღერალი იმედოვნებს, რომ ამ თემაზე საუბრითა და აზრის გამოხატვით, ბევრ ადამიანს სხვების გარეგნობის შესახებ დამოკიდებულება შეეცვლება.

„არასდროს იცი, რა ხდება სხვა ადამიანის ცხოვრებაში და რას განიცდის ის. ამიტომ უფრო თავაზიანები იყავით სხვებისა და საკუთარი თავების მიმართაც", - ამბობს მომღერალი. ვიდეომიმართვის ბოლოს არიანა გრანდე თავის მაყურებლებს დაემშვიდობა და შეახსენა, რომ თითოეული მათგანი მშვენიერია.

 

@arianagrande

♬ original sound - arianagrande