პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შერლოკ ჰოლმსის ფილმების სერია, რომელიც პირველად საუკუნეზე მეტი ხნის წინ გადაიღეს, 1942 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდება ეკრანებზე.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი ლიტერატურათმცოდნეების მონაწილეობით ფილმი 1920-იან წლებში გადაიღეს და ორმოცდახუთი ეპიზოდისგან შედგებოდა.
ფირები, რომელთა აღდგენაც ამ დროისთვის მიმდინარეობს, ბრიტანეთის კინოინსტიტუტის (BFI) ეროვნული არქივში ინახებოდა.
სამ ეპიზოდს კი, რომელთა აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, მაყურებელი 16 ოქტომბერს, BFI კინოფესტივალის ფარგლებში, ჩრდილოეთ ლონდონში, ალექსანდრა პალასის თეატრში იხილავს.
ბრაიონ დიქსონმა, BFI-ის ფილმების კურატორმა, თქვა: „ამაზე მოთხოვნა წლების განმავლობაში იყო. ხალხი სუნთქვაშეკრული ელოდება შერლოკ ჰოლმსის მუნჯ ფილმებს. ეს ფილმი არასდროს ყოფილა საჯაროდ ხელმისაწვდომი. ვიმედოვნებთ, რომ ამას თავს გავართმევთ, თუმცა ეს ძალიან დიდი პროექტია".
დეტექტივი, რომელიც ცხოვრობდა ბეიკერის ქუჩაზე 221B, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟია.
ფილმში კი ისეთი ცნობილი მსახიობები თამაშობენ, როგორიცაა მაიკლ კეინი და იენ მაკკელენი.