წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოცეკვავის, სალომე ჭაჭუას ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მან საკუთარი ძალები სულ სხვა სფეროში მოსინჯა. არა, თავისი საყვარელი საქმისთვის არ უღალატია. თვლის, რომ ცეკვაში კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირლანდიურ პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” ირლანდიელ მეწყვილესთან, 27 წლის მორაგბე ჯორდან კონროისთან ერთად ფინალამდე მივიდა და სალომეზე საერთაშორისო მასშტაბით მოთხოვნა გაიზარდა. ახლაც აქვს რამდენიმე შეთავაზება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. „სარკესთან” სალომე ირლანდიურ ცხოვრებასა და თავის ახალ საქმიანობაზე ყვება:
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- გაგვანდობთ, რა ახალ საქმეში ხართ?
– მე და ჩემმა ორმა პარტნიორმა გავხსენით ესთეტიკური მედიცინის კლინიკა. ამ სფეროში გადავინაცვლე.
– შეუჩერებლად მიიწევთ წარმატებისკენ და თქვენი დროის უმეტესი ნაწილი ამაში იხარჯება. მეგობრები, ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანი ამას შეგუებული არიან, არასოდეს ეჭვიანობენ თქვენს პროფესიაზე?
– კარიერას კი არ ვუთმობ ამდენ დროს, არამედ საკუთარი თავის განვითარებას. როდესაც საკუთარი თავის განვითარებისგან სიამოვნებასაც ვიღებ, რატომაც არა?! მე ყველაფერს ჩემი თავისთვის ვაკეთებ. მინდა, ვიგრძნო, რომ ამ სამყაროში რაღაცას წარმოვადგენ. ხშირად და დიდი დოზით – ვერა, მაგრამ მეგობრებსაც ვნახულობ და ოჯახის წევრებსაც. პირადი ცხოვრებისთვისაც ვიცლი. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დაბალანსებულია და ერთმანეთს ხელს არ უშლის.