დავით აღმაშენებლის გამზირი - რა იმალება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქუჩის მიღმა
1746119323
პლასტიკური ქირურგია თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა.
სასურველი პარამეტრების მისაღწევად, ესთეტიკურ მედიცინას წლიდან წლამდე უამრავი ადამიანი მიმართავს. მათ შორის არიან ჰოლივუდის ვარსკვლავებიც.
სამედიცინო სფეროს ექსპერტები საზოგადოებას ზომიერების დაცვისკენ მოუწოდებენ, რადგან გადამეტებულ ქირურგიულ ჩარევებს ხშირად სავალალო და გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. ისტორიას ესთეტიკური პროცედურების მსხვერპლი არაერთი ეკრანული სახე ახსოვს.
მათ შორისაა კანადელი სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა. მან ლიპოსაქცია ანუ ცხიმების შემცირების პროცედურა 7 წლის ჩაიტარა, თუმცა მიღებული მძიმე შედეგების გამოსწორებას დღემდე ცდილობს. პროცედურის შემდეგ მოდელმა წონაში საგრძნობლად მოიმატა, მისმა სახემ კი დეფორმაცია განიცადა. ამის გამო ლინდა ევანგელისტა ეკრანზე წლების განმავლობაში არ ჩანდა. ის ღრმა დეპრესიით იტანჯებოდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოდელი სასამართლო დავას აწარმოებს იმ კლინიკის წინააღმდეგ, რომელმაც ლიპოსაქციის პროცედურა ჩაუტარა.
რამდენიმე დღის წინ მეგ რაიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. გულშემატკივრებს მსახიობის შეცვლილი იმიჯი არ გამორჩენიათ. მეგ რაიანის არაბუნებრივი გამომეტყველება უცხოური მედიის კრიტიკის ობიექტად მალევე იქცა.
„ის პლასტიკური ოპერაციის მორიგი მსხვერპლია “, „მეგ რაიანს ვეღარ იცნობთ“, - წერდნენ უცხოური გამოცემები. თავად მეგ რაინს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ტუჩის, შუბლის, ცხვირის ფორმის ცვლილებამ, ბოტოქსმა, ფილერებმა მრავალჯერადმა ინექციებმა დონატელა ვერსაჩეს გარეგნობა რადიკალურად შეცვალა. უცხოური მედიის ცნობით, მოდის ლეგენდა „ცვილის ფიგურას“ დაემსგავსა. გარეგნობის შესაცვლელად სხვადასხვა ექსპერიმენტი დონატელამ ძმის, ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ამ ნაბიჯით მას სურდა სამყაროსთვის ეჩვენებინა, რომ ის სრულყოფილი იყო და ნაკლი არ ჰქონდა. ცნობილ დიზაინერს ესთეტიკური პროცედურები 25 000 დოლარი დაუჯდა.
გადამეტებულმა პლასტიკურმა ოპერაციებმა იმსხვერპლა ლინდსი ლოჰანიც. 90-იანი წლების თინეიჯერების საყვარელი მსახიობის ცნობა დღეს არც ისე მარტივია. უცხოური მედიის ცნობით, წლების განმავლობაში „დისნეის“ ვარსკვლავი ფილერებისა და ბოტოქსის აქტიური მომხმარებელი იყო. მან მიმართა რინოპლასტიკასაც - რომელიც ცხვირის პლასტიკური ოპერაციას გულისხმობს. ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ამ თემაზე საჯაროდ არასდროს საუბრობს.
პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლთა შორისაა მიკი რურკიც. ამერიკელმა მსახიობმა და ყოფილმა მოკრივემ, ესთეტიკური პროცედურების ჩატარება 2009 წელს დაიწყო. თუმცა, როგორც მსახიობმა მოგვიანებით აღიარა, გაჩერება ვეღარ შეძლო და წლების განმავლობაში ანტიასაკობრივ უამრავ პროცედურას მიმართა. ამ ყველაფერმა კი მიკი რურკი უარყოფით შედეგებამდე მიიყვანა და პირვანდელი გარეგნობა დააკარგვიანა.
კალიფორნიაში მოღვაწე მოდელი, კრისტინა ეშტენ გურკანი წლების განმავლობაში ცდილობდა კიმ კარდაშიანს დამსგავსებოდა. საყვარელ ვარსკვლავისთვის რომ მიებაძა, კრისტინამ არაერთ ესთეტიკურ პროცედურას მიმართა. თუმცა, ეს მცდელობა მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მორიგ პლასტიკურ ოპერაციაზე მას გული გაუჩერდა - ექიმებმა კრისტინას გადარჩენა ვერ შეძლეს.
უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად - სამედიცინო სფეროს ექსპერტები საზოგადოებას სიფრთხილისა და ზომიერებისკენ მოუწოდებენ.