ოზი ოსბორნი აცხადებს, რომ LSD-ის ცხენთან ერთსაათიანი დიალოგის შემდეგ შეეშვა

ოზი ოსბორნი

ოზი ოსბორნმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში Black Sabbath-ის მე-4 ალბომის შექმნის შესახებ ისაუბრა და ისიც დასძინა, თუ რატომ თქვა უარი დიდი ხნის წინ ნარკოტიკულ საშუალებებზე. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მომღერალმა გაიხსენა, რომ 70-იან წლებში, როცა აშშ-ში მოგზაურობა უწევდა, ნარკოტიკული საშუალებები და სასმელი მისთვის რუტინის ნაწილი იყო.

„ამ დროს არაფერზე ვღელავდი. ერთდროულად რამდენიმე ტაბლეტს ვიღებდი, თუმცა ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა ბრიტანეთში დავბრუნდით. ერთხელ დიდი რაოდენობით LSD მივიღე და სასეირნოდ მინდორში გავედი. ერთი საათის განმავლობაში იქ ვიდექი და ცხენს ვესაუბრებოდი, რომელიც ბოლოს შებრუნდა და მითხრა, ჩაი*ვიო. ეს ჩემთვის ნიშანი აღმოჩნდა",- ამბობს ოზი ოსბორნი.