ოსკარის დაჯილდოების ახალი პრომო Barbie-ის პაროდიაა - ნახეთ ვიდეო

ბარბი

2024 წლის 10 მარტს გასული წლის საუკეთესო კინო ნამუშევრები  გამოვლინდება – ოსკარების დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად Dolby Theater-ში ჩატარდება. ახლახან კინოაკადემიამ ოსკარების პრომო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ცერემონიის წამყვანი, ჯიმი კიმელი მონაწილეობს.

საინტერესოა ის, რომ ვიდეო ფილმ Barbie-ის ერთგვარი შარჟია. სიუჟეტის მთავარი გმირი კი, მარგო რობის ნაცვლად ჯიმი კიმელია.

 

 

იანვრის ბოლო კვირაში აკადემიამ ოსკარის სრული ნომინაციების შორთლისტი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის კინო ჰიტად აღიარებული ფილმის, Barbie-ის მთავარი როლის შემსრულებელი მარგო რობი ნომინაციების მიღმა დარჩა. საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში წარდგენილი არიან: ანეტ ბენინგი ფილმისთვის – Nyad, ლილი გლედსტოუნი ფილმისთვის – Killers of the Flower Moon, სანდრა ჰიულერი ფილმისთვის – Anatomy of a Fall, კერი მულიგანი ფილმისთვის Maestro და ემა სტოუნი ფილმისთვის – Poor Things.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წელს 10 ფილმია წარდგენილი: American Fiction, Anatomy of a Fall, Barbie, The Holdovers, Killers of the Flower, Moon, Maestro, Oppenheimer, Past Lives, Poor Things, The Zone of Interest. 

ასევე ნახეთ:

“რატო ღმერთო რატო…რატო მომასწარი ამ დღეს …” - ბაღდათში დაღუპული სამი და–ძმის დედა ემოციურ პოსტს ავრცელებს

„გიორგი მამალაძის გათავისუფლებისას გაითვალისწინეს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა და შორენა თეთრუაშვილის თანხმობა“ - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"