ნახეთ სად და ვისთან ერთად ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს მომღერალი თამთა გოდუაძე

tamta goduadze

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, თამთა გოდუაძის პირადი ცხოვრება არა მხოლოდ საქართველოსი, უცხოური მედიისთვისაც ყოველთვის საინტერესოა.

ქართველი მომღერალი,  საყვარელ ადამიანთან, პარის კასიდოკოსტას-ლაცისისთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებს​ კოსმოპოლიტურ მიკონოზე ატარებს.

როგორც უცხოური მედია წერს, წყვილი იქ ყოველ წელს ჩადიან, საკუთარი იახტით.

წყვილი უკვე თითქმის 7 წელია ერთად არის და სტაბილურ ურთიერთობას ინარჩუნებენ, პარალელურად, ცდილობენ, რომ პირადი ცხოვრება არ გაასაჯაროონ. 

პაპარაცებმა თამთა გოდუაძე, პარისთან ერთად მატოიანიას ვიწრო ქუჩებში სეირნობისას დააფიქსირეს.

 

შეგახსენებთ, თამთა გოდუაძის რჩეული 38 წლის პარის კასიდოკოსტას-ლაცისი ლა­ცი­სე­ბის უმდიდრესი ოჯა­ხის წარმომადგენელია.

მისი ბიძა, სპიროს ლაცისი „ფორბსმა“ 2020 წლის იანვარში ყველაზე მდიდარ ბერძნებს შორის პირველ ადგილზე 3 მლრდ ქონებით დაასახელა. სპიროს ლაცისმა უზარმაზარი ოჯახური ქონების მართვის სადავეები მამის – იანის ლაცისის გარდაცვალების (2003 წ.) შემდეგ გადაიბარა. თამთას რჩეული კი მი­ლი­არ­დე­ლია, მას სოლიდური ქონება მემკვიდრეობით ნავთობის ბიზნესწილებიდან ერგო.