„მსგავსი სილამაზის არავინ მინახავსო, ლამის დაიჩოქა... მოვძებნეთ ამ კაცის სახელი და ვინ აღმოჩნდა?!...“ - მაკას ასათიანის აქამდე უცნობი ისტორია

მაკა ასათიანი

დიზაინერი მაკა ასათიანი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს. ის საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალი, რომლის გამოჩენა საზოგადოებაში ყოველთვის განხილვის თემაა. ულამაზესი ქალის სტილსა და გემოვნებაზე საუბარი არასდროს წყდება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ბაია გადაბაძემ ჟურნალ „თბილისელებს“ მისცა: 

 

„კანის კინოფესტივალზე ვიყავით მე და მაკა საქმიანი ვიზიტით სხვადასხვა კინოფილმის საყიდლად. მოგეხსენებათ, კანში უამრავი ვარსკვლავი ჩადის და სილამაზე არ უკვირთ. მაგრამ ქუჩაში რომ მივდიოდით, ეს იყო საოცრება. უცხო ხალხი აჩერებდა მაკას, კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ და სურათებს იღებდნენ მასთან ერთად და უკვე ისე გავრცელდა, ტაქსიში რომ ჩავჯექით, ტაქსის მძღოლმა ჰკითხა, თქვენზე ლაპარაკობენო?

საღამოს წავედით სავახშმოდ ერთ-ერთ რესტორანში და ვხედავ, წინა მაგიდასთან სხედან მამაკაცები და ძალიან ბევრი ხალხი მიდის, ფოტოს იღებს მათთან. მივხვდი, რომ სელებრითები არიან, მაგრამ ვერ მივხვდი, ვინ იყვნენ. აღნაგობის მიხედვით დავუშვი, რომ ფეხბურთელები იყვნენ. ვართ მე, მაკა, მაკას მეუღლე - კოტე და ჩვენი რამდენიმე მეგობარი. უცებ მოდის რესტორნის მფლობელი, რომელიც მაკას იცნობდა და რაღაცას ეუბნება ფრანგულად. მაკა ცოტა გაშრა. ვეკითხებით, რა მოხდაო და იმ სუფრაზე რომ კაცია, იმას უნდა მოსვლა და კომპლიმენტის თქმა ქალბატონისთვის, თუ სუფრასთან მსხდომი მამაკაცები არ იქნებიან წინააღმდეგიო. ყველამ კოტეს შევხედეთ.

კოტემაც - არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ კომპლიმენტის თქმა უნდა, მე რა მაქვს საწინააღმდეგოო, ხანშიშესული მამაკაცი მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი, რომ მე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავს და მინდა, ჩემი დიდი მოწონება გამოვხატოო - დაიღვარა კომპლიმენტებად, ლამის დაიჩოქა და ჩვენც ძალიან ამაყები ვართ...

ის კაცი მაგიდასთან მოვიდა. ჩავწერე გუგლში სახელი და გვარი და ვინ აღმოჩნდა?! - კლუბ „ბარსელონას“ მფლობელი. მერე კარგა ხანს „ბარსელონას ვეძახდი მაკას.