მოსკოვში მოღვაწე სკანდალური რეჟისორი, ლადო კვატანია ცნობილ მომღერალზე დაქორწინდა - შეყვარებულებმა კურთხევა სასულიერო პირს საქართველოში სთხოვეს (ფოტოები)

ლადო კვატანია

ლადოს მამა საქართველოდანაა, დედა უკრაინიდან, ისინი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. ლადო 1987 წელს დაიბადა. ფილმებით ადრეულ ასაკში დაინტერესდა, შემდეგ მისი საყვარელი ჟანრი „საშინელებათა ფილმები“ იყო. 2009 წელს ლადომ დაამთავრა RATI-GITIS-ის სამსახიობო ფაკულტეტი.

ლადო ცოტა ხანი მტვირთავად მუშაობდა, შემდეგ კი კასეტების გაყიდვა დაიწყო ფულის შოვნის მიზნით. 2011 წელს  - ითამაშა სერიალ „ოქროებში“, მაგრამ ფული და დიდება კვატანიას რეჟისორული ნიჭის წყალობით მოუვიდა. მან გადაიღო რეკლამები ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Adidas, Reebok, Yandex, PayPal, Google და Visa. მუსიკალური კლიპები გჯუფებისთვის - „ლენინგრადი“, „დელფინი“ და „ოქსმირონი“. რეჟისორმა ასევე გადაიღო კლიპი "იუდა" (ინტერნეტში გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი ჩვენება აკრძალული იყო). 

ლადო რეგულარულად ურთიერთობს Hype Production-თან. სწორედ Hype-თან თანამშრომლობით მიეცა რეჟისორს მხატვრულ ფილმზე მუშაობის შესაძლებლობაც. მისი დებიუტი, კრიმინალური თრილერი Execution, რუსეთის კინოთეატრებში 21 აპრილს გამოვიდა. ფილმმა უკვე მიიღო ორი ჯილდო რეიმსის კინოფესტივალზე (საფრანგეთი), ასევე ნაჩვენებია აშშ-ში, ესპანეთსა და ნიდერლანდებში, ფესტივალებზე.
გასულ უქმეებზე 31 წლის მომღერალმა, მანიჟამ (მანიჟა სანგინი) რეჟისორ ლადო კვატანიასთან ურთიერთობა დააკანონა. ინტერნეტში ახალდაქორწინებულების პირველი ფოტოებიც გამოჩნდა.

„ევროვიზიის“ 2021 წლის მონაწილე ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე ზრუნავს. მანიჟა შეყვარებულს დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. თუმცა, ვარსკვლავის ბევრმა გულშემატკივარმა შენიშნა, რომ როტერდამში გამართულ სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე ლადო კვატანია ყოველთვის მის გვერდით იყო. იგი მხარს უჭერდა პოპ დივას, მისთვის რთულ პერიოდში. იმავე წლის ნოემბერში შეყვარებულებს ნიშნობა ჰქონდათ საქართველოში. ორივემ კურთხევა სთხოვა სასულიერო პირს.

მომღერალს ქორწილში ჰაეროვანი ქსოვილისგან შეკერილი მდიდრული თეთრი კაბა ჩაიცვა. ლადოც საქმროს კლასიკურ იმიჯს დაეყრდნო. რეჟისორი გამოჩნდა შავ პიჯაკში, თეთრი პერანგითა და ბაფთით.

წყვილმა ბუნების ფონზე იპოზიორა, მათ უკან მწვანე ტყე იყო. 

ვარსკვლავის თაყვანისმცემლებმა მას და ლადოს ბევრი თბილი სურვილები დაუტოვეს. 

შეყვარებულებმა დაგეგმეს ორი ქორწილის თამაში. ერთი უნდა გასულიყო ქრისტიანული ტრადიციების დაცვით, მეორე - ისლამური წეს-ჩვეულებების მიხედვით. ზეიმი თავდაპირველად თებერვალში იყო დაგეგმილი, მაგრამ ის გადაიდო. ინტერვიუში მანიჟამ აღიარა, რომ არ ეშინია მრავალშვილიანი დედობის პერსპექტივის.