რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ქართველი ბიზნესმენის მიერ მეგობარი ქალის ცემის ფაქტზე
1745612365
ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკულ მეგაპროექტს გამოეთიშა. სამწუხაროდ, მიღებული ხმების რაოდენობა პროექტის მომდევნო ტურში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ნუცას აქტიურად გულშემატკივრობდნენ როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, რისთვისაც ნუცამ მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ქართველი მომღერლის პროექტიდან გამოთიშვამ, უამრავ გულშემატკივარს დასწყვიტა გული, მათ შორის არის American Idol-ის შემოქმედებითი გუნდი, რომლებმაც ამერიკული მეგაპროექტის ოფიციალურ Facebook გვერდზე ნუცას ფოტო წარწერით „მოგვენატრება ნუცას ვარსკვლავური პერფორმანსები“ გამოაქვეყნეს.