„მე ვარ თქვენი მისის რუსეთი. ჩემი ქვეყანა ჩემი ძალაა...“ - ნატალია ოსკარი „მისის რუსეთი 2023“ გახდა

ნატალია ოსკარი

მოსკოვში გამართულ სილამაზის კონკურსზე, გვირგვინი ნატალია ოსკარმა დაიდგა. ქალი „მისის რუსეთი - 2023“ გახდა.

რუსები გამარჯვებულით უკმაყოფილო დარჩნენ. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ოსკარს ძალიან უყვარს სილამაზის ინექციები და პლასტიკური ქირურგია. მათი აზრით, ის არ იმსახურებს გვირგვინს.

კრიტიკას ნატალიამ მოკლე რეპლიკით უპასუხა და დაწერა, რომ არ აინტერესებს ვის მოსწონს და ვის არა. უარყოფითი კომენტარების წაკითხვისთვის დროს არ დაკარგავს.