1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მსახიობი ნინო კასრაძე გადაცემის „ტელესკოლის“ სტუმარი იყო და ბავშვების შეკითხვებს უპასუხა. გადაცემაში ნინომ მსახიობ მერაბ ნინიძესთან ურთიერთობაზეც მიიღო კითხვა.
„ჩვენ ახალგაზრდობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ძალიან ახლო ურთიერთობა არ გვქონია. შემდეგ მერაბი უცხოეთში წავიდა. როცა ჩამოვიდა და მითხრეს, რომ ჩემი პარტნიორი უნდა ყოფილიყო, ერთმანეთს ისე შევხვდით, როგორც დიდი ხნის ნაცნობები. მერაბი ძალიან საინტერესო ადამიანია, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით. ძალიან საინტერესო ურთიერთობა გვქონდა. რომანტიკული გრძნობების გაჩენა მსახიობებში ძალიან ხშირია. ის ფაქტი, რომ მე ეს არ დამმართნია, არაფერს არ ნიშნავს. ეს სულაც არ არის ფიზიკური ურთიერთობა, ზოგჯერ მხოლოდ პლატონური გრძნობები უჩნდებათ მსახიობებს ერთმანეთის მიმართ. ამიტომ ნუ განვსჯით ნურავის" - ამბობს ნინო კასრაძე.
ასევე ნახეთ:
ნინო კასრაძის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა