"მე და ეს ჩემი მასწავლებელი გოგო კინოში დავდიოდით... ახლა გული მწყდება, რომ..." - რას ნანობს პანჩო

პანჩო

ავტორ-შემსრულებელმა ლევან მგალობლიშვილმა, იგივე პანჩომ, "ფარულ კონვერტში" სტუმრობისას, თავისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები მოყვა.

სტუმრები, გადაცემაში მისვლამდე, ბუნებრივია, სცენარისტებს ხვდებიან.  პანჩომ მათთან გულისწყვეტა გამოთქვა იმაზე, რომ ინგლისური ენა არ ისწავლა. მუსიკოსს მიაჩნია, რომ მის ტემბრს ეს ენა უხდება...

პაჩო: გული მწყდება, რომ ინგლისური ენა ბავშვობიდან არ ვისწავლე. სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი, ინგლისურის რეპეტიტორი კი, სახლში მომდიოდა. მე და ჩემი რეპეტიტორი, ანუ ეს ახალგაზრდა გოგო შევთანხმდით, რომ ყოველ ნასწავლ ათას სიტყვაზე, კინოში წავიდოდით. და მივდიოდით...

თავისთავად ვეპრანჭებოდი. ისე გამოვდა, რომ ვერც ინგლისური ვისწავლე და ვერც - გერმანული. ახლა მწყდება გული. ინგლისურად მინდა ვიმღერო...

კი ვმღერი, მაგრამ ეს "ჩემი ინგლისურია", არ მესმის რას ვმღერი. გააზრებულად ვერ ვმღერი, თავისი მნიშვნელობით.

ინგლისური სულ სხვა ენაა, სიმღერებს უხდება. თან ჩემს ხმის ტემბრსაც ძალიან უხდება. ინლისურად ნამღერი ლამაზი გამოდის...