1753301989
Marvel-ი ახალ იქს ადამიანებს და რკინის კაცს წარადგენს

Marvel Studios-ის ხელმძღვანელმა კევინ ფაიგიმ დაადასტურა, რომ კინოსამყაროს გლობალური გადატვირთვა ელის. ფილმის „შურისმაძიებლები: განკითხვის დღე“ სტუდია თავიდან გადაიღებს „იქს ადამიანებს“ და გადახედავს სხვა საკულტო პერსონაჟების, მათ შორის ტონი სტარკის ისტორიებს.
ამასთან, ფაიგიმ აღნიშნა, რომ სცენარისტები კინოსამყაროში დროის ერთიანი სკალის შენარჩუნებას გეგმავენ. მან ასევე ისაუბრა საკულტო როლების შემსრულებლების შეცვლაზე და ამის წარმატებულ მაგალითებად ჯეიმს ბონდის და სუპერმენის შემთხვევები მოიყვანა.
მისივე თქმით, რთულია წარმოიდგინო ვინმე სხვა რობერტ დაუნი უმცროსისა და კრის ევანსის ადგილზე, მაგრამ ეს შეუსრულებელი ამოცანა არ არის.