მარიამ შენგელია ევროვიზიის სცენაზე დღეს წარდგება

მარიამ შენგელია

„ევროვიზია 2025“-ის მეორე ნახევარფინალი დღეს, 23:00 საათზე გაიმართება.

მაყურებლის წინაშე შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები იმღერებენ: ავსტრალია, მონტენეგრო, ირლანდია, ლატვია, სომხეთი, ავსტრია, საბერძნეთი, ლიეტუვა, მალტა, დანია, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, ისრაელი, სერბეთი, ფინეთი.

მე-10 ნომრად კი სცენაზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია გამოვა, სიმღერით Freedom.

სცენაზე ასევე წარდგება „დიდი ხუთეულის” სამი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია.

წელს ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობს.