მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის შესაძლო კომპრომისებისთვის

ვლადიმირ მედინსკი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი, რომელიც სტამბოლში უკრაინასთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის შესაძლო კომპრომისებისთვის, მათი განხილვისთვის.

რუსული სააგენტოს, „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ ვლადიმირ მედინსკიმ სტამბოლში განაცხადა, სადაც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებია დაგეგმილი.

„მზად ვართ მუშაობისთვის, სტამბოლის მოლაპარაკებების გასაახლებლად. მზად ვართ შესაძლო კომპრომისებისთვის, მათი განხილვისთვის“, – თქვა მედინსკიმ.

პრეზიდენტ ერდოღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინა სტამბოლში დელეგაციას თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაგზავნის. როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, უკრაინის დელეგაციას აქვს მანდატი ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განსახილველად.