მაქსიმ გალკინი - ბიჭი საბჭოთა მილიარდერის ოჯახიდან - ალაზე ქორწინება დივასთვის უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა, ვიდრე მაქსიმისთვის

გალკინი


მაქსიმ გალკინზე ამბობენ, რომ მხოლოდ პუგაჩოვაზე დაქორწინების შემდეგ გამდიდრდა. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად იყო. პაროდისტზე დაქორწინების შემდეგ, პრიმადონამ გააძლიერა მისი ფინანსური მდგომარეობა.

ვინ არიან მაქსიმ გალკინის მშობლები

ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს, გალკინის მშობლები მიეკუთვნოდნენ პრივილეგირებულ ელიტას. ორ ვაჟს - მაქსიმსა და დიმიტრის მათ დაუტოვეს ბიზნესი, რომელსაც მილიარდები მოაქვს.
პაროდისტის მამა იყო თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი, ალექსანდრე გალკინი.

„მამაჩემმა ღარიბი სოფლის ოჯახიდან გენერალ-პოლკოვნიკობას მიაღწია, რომელიც პასუხისმგებელი იყო სსრკ-სა და რუსეთში ტანკების მშენებლობასა და სამხედრო საავტომობილო ინდუსტრიაზე“, - თქვა მაქსიმ გალკინმა.

გალკინის ინიციატივით ჯარში გამოჩნდა ჯავშანტექნიკა BTR-80 და Tiger. ამ მანქანების თანამედროვე მოდიფიკაციები აწყობილია სამხედრო ინდუსტრიული კომპანიის (VPK) მიერ მრავალმილიარდიანი ბრუნვით, სადაც პრეზიდენტია დიმიტრი გალკინი (პაროდისტის უფროსი ძმა).

1997 წელს გენერალი გალკინი თანამდებობიდან გადადგა და შეუერთდა პარტიას  - „რუსეთი ჩვენი სახლია“. 1998 წლის ზაფხულში მან მიიღო სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის მანდატი, საიდუმლოდ გარდაცვლილი ლევ როხლინის ნაცვლად. პარალელურად იყო მრჩეველი „როსვოორუჟენიეს“ ჰოლდინგში. მოგვიანებით, სტრუქტურა ცნობილი გახდა, როგორც Rosoboroneexport. იქვე მუშაობდა პაროდისტის დედაც, ნატალია გალკინა.

მაქსიმ გალკინი დაიბადა 1976 წელს, პრესტიჟულ გრაუერმანის სამშობიაროში, არბატზე. იქ ბავშვის გაჩენა წარმატებული ადამიანების ხვედრი იყო. 
1979 წელს ალექსანდრე გალკინი დაინიშნა გერმანიის საბჭოთა ჯარების ჯგუფის მე-8 გვარდიის შეიარაღების  უფროსად. ოჯახი საცხოვრებლად გდრ-ში გადავიდა. 1982 წელს გალკინი უკვე გენერალი იყო. იგი გაგზავნეს ცოლის სამშობლოში, ოდესაში, სადაც გახდა ადგილობრივი სამხედრო ოლქის შეიარაღების უფროსი. 1986 წელს გალკინი დაინიშნა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილედ.


1987 წელს გალკინები დაბრუნდნენ მოსკოვში. პაროდისტი იხსენებს, სავარაუდოდ, მოკრძალებულ სამ-ოთახიან ბინას, მეტროსადგურ Новые Черёмушки-სთან, სადაც მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა. ეს იყო ახლად აშენებული მიკრორაიონი, გაუმჯობესებული განლაგებით: თითოეულ ბინას ჰქონდა ორი აბაზანა, სამმეტრიანი ჭერი, რამდენიმე ტელეფონი, დიდი სამზარეულო და შესასვლელი დარბაზი. სადარბაზოები იყო კონსიერჟებით, დარბაზები - ახალი ყვავილებით. ეს ქონება ახლა მაქსიმ გალკინს ეკუთვნის. მისი ფასი 45 მილიონ რუბლამდეა.

როგორ გახდა გალკინი ცნობილი და შეხვდა პუგაჩოვას

2000 წელს მაქსიმ გალკინი პირველად მიიყვანა დიდ სცენაზე იუმორისტმა, მიხაილ ზადორნოვმა. 

- მინდა, სცენაზე ჩემი მემკვიდრე მოვიწვიო. მისი სამსახიობო შესაძლებლობები ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ჩემი: მაქსიმ გალკინი! 

როგორც კი გალკინმა თქვა: „საღამო მშვიდობისა“, კამერამ წინა რიგში ბედნიერი მოხუცი აიტაცა. ეს მისი მამა იყო. ის ნომერშიც კი მონაწილეობდა, იუმორისტულ დიალოგში.

დებიუტიდან ერთი წელი გავიდა და გალკინი დარჩა მხოლოდ ვიწრო წრეებში ცნობილ მსახიობად. შემდეგ  გავრცელდა ჭორები ალა პუგაჩოვასთან მისი რომანის შესახებ. მათი გაცნობის ასეთი ვერსია საზოგადოებას პაროდისტის ძმამ მოუყვა:

- 2001 წელს მაქსიმი და ალა ერთმანეთს კირკოროვმა, სლავური ბაზრის ფესტივალზე გააცნო. მათი დუეტი კი მე მოვიგონე, ჩემი ძმის პოპულარობის გაზრდის მიზნით. და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს შემოქმედებითი კავშირი ნამდვილ ოჯახად გადაიქცეოდა. - თქვა დიმიტრი გალკინმა. 
თუმცა, ჯერ კიდევ 2004 წელს, გალკინის ჩელიაბინსკელი დეიდა, ზინაიდა ბრაიტენბუხერი, დაჟინებით იმეორებდა სხვა ვერსიას:

გალკინის დედა და მამა მეგობრობდნენ ალას მშობლებთან, ცხოვრობდნენ მეზობლად, ერთად სვამდნენ ჩაის. ალა სკოლაში სწავლობდა. როდესაც ალექსანდრე ალექსანდროვიჩი გერმანიაში გადაიყვანეს სამსახურში, კარგი ურთიერთობა არ შეწყვეტილა: პუგაჩოვას დედამ დაურეკა გალკინებს და ამაყობდა ალოჩკას წარმატებით. მას შმდეგ, რაც ალა ცნობილი გახდა, არაერთხელ ჩავიდა გდრ-ში და პირდაპირ გალკინებთან მივიდა. მაქსიმკა მაშინ ძალიან პატარა იყო და პუგაჩოვა სიამოვნებით ზრუნავდა მასზე, ის მისთვის მეორე დედასავითაა!

ბრაიტენბუხერის თქმით, გალკინები და პუგაჩოვა ერთმანეთს სამოციან წლებში შეხვდნენ. 1964 წელს 15 წლის ალა პუგაჩოვამ დაამთავრა საშუალო სკოლა, მის 46 წლის მამას ფეხსაცმლის ფაბრიკაში თაღლითობისთვის სამი წელი უკვე მოხდილი ჰქონდა, მისი 42 წლის დედა, დიასახლისი იყო, რომელსაც განათლება არ ჰქონდა. 

ალექსანდრე გალკინი მაშინ 28 წლის იყო, ის პირველად გახდა მამა, მსახურობდა ლუგანსკის მახლობლად და აპირებდა ჯავშანტექნიკის სამხედრო აკადემიაში შესვლას, რომელიც მდებარეობს პუგაჩოვების ბინიდან ოთხ კილომეტრში, ხის ორსართულიან კორპუსში.

გალკინის ოჯახი საბჭოთა პერიოდში ნამდვილად იკვეთებოდა პუგაჩოვასთან. მაქსიმმა თავად ატვირთა ფოტო დივას გერმანული ტურიდან, 1979 წელს.

— ფოტობომბი წარსულიდან. ჩემი მშობლები ალასთან ერთად სადილზე არიან“, - ხელს აწერს სურათს პაროდისტი. 


გალკინების ბინები და სასახლეები

2003 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მაქსიმ და დიმიტრი გახდნენ პრემიუმ ბინების მფლობელები. 

უფროსი ვაჟი, დიმიტრი, აღმოჩნდა, რომ იყო 86 მილიონი რუბლის ღირებულების 163 კვადრატული მეტრი ბინის მფლობელი ისტორიულ სახლში, 1 ნეოპალიმოვსკის შესახვევში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სასახლესთან. რამდენიმე წლის შემდეგ პუგაჩოვამ აქ დაარეგისტრირა კომპანია ABP. ასი მეტრის მოშორებით იყო დიმიტრი გალკინის კიდევ ერთი ბინა - პლიუშჩიხას ქუჩაზე. სავარაუდო ღირებულება 42 მილიონი რუბლია. ბინას რამდენიმე საათის განმავლობაში ფლობდა, შემდეგ კი გენერალ სერგეი პავლოვს გადასცა. მიუხედავად ამისა, 2018 წლამდე იქ ცხოვრობდა დიმიტრი გალკინის ვაჟი.

მაქსიმ გალკინმა მიიღო საკუთრება 249 კვადრატული მეტრი ფართობის ბინაზე, ვარსონოფევსკის შესახვევში მდებარე ისტორიულ კორპუსში. ფასი 100 მილიონ რუბლზე მეტია. 2010 წელს გალკინმა ეს სასახლეები გადასცა  თავის მეუღლის, პუგაჩოვას შვილიშვილს.
მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ, მაქსიმ გალკინმა დაიწყო ნაკვეთების ყიდვა სოფელ გრიაზში ცნობილი სასახლის ასაშენებლად, სადაც მოგვიანებით დასახლდა პრიმადონასთან ერთად. პოპულარული მეტსახელი „პუგაჩოვას სახლი“ მცდარია, რადგან პაროდისტი ფლობს მთელ არქიტექტურულ ანსამბლს. მან ეს საოჯახო ბუდეც მოაწყო. რეალტორების თქმით, აქტივში ათ მილიარდ რუბლამდე ინვესტიცია განხორციელდა. მშენებლობა დასრულდა 2011 წელს, გალკინისა და პუგაჩოვას ქორწილისთვის. განქორწინების შემთხვევაში, პრიმადონა არ მიიღებს ამ ქონებას. სოციალური ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, პაროდისტის ძმის ოჯახი სასახლეს ხშირად სტუმრობს და იქ თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში.
ნარო-ფომინსკის რაიონში, სოფელ ფომინსკოეში, არის მიწის ნაკვეთი (30 ჰექტარი), სადაც ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში ააგეს გალკინებისთვის ულამაზესი სასახლე, 590 კვადრატული ფართობით. 2004 წელს სახლი მიიღო მაქსიმ გალკინმა. მას დაუმატა დახურული აუზი, შემდეგ კი ძმას გადასცა. სახლის ფასი დაახლოებით 150 მილიონი რუბლია.

გალკინებს საბჭოთა პერიოდშიც ჰქონდათ უძრავი ქონება პრესტიჟულ ადგილებში. გალკინის ბაბუამ, ალბათ, სტალინის დროს მიიღო სასახლე 13 ჰექტარზე, სოფელ ვნუკოვსკოეში. ახლა ახალი მოსკოვია. 1950-იან და 1980-იან წლებში იქ ცხოვრობდნენ სსრკ საგარეო ვაჭრობის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი საინჟინრო სამმართველოს პრივილეგირებული თანამშრომლები, რომლებიც იარაღის ექსპორტით იყვნენ დაკავებულნი.

დედის გარდაცვალების შემდეგ გალკინმა გაყიდა ნაკვეთი სოფელ მინვნეშტორგში. ახალმა მეპატრონეებმა ძველი სახლი აღადგინეს.

ასე რომ მაქსიმ გალკინი ალა პუგაჩოვაზე გაცილებით მდიდარია და ცოლის ქონებას არ გამოჰკიდებია - წერს რუსული მედია.