წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1761937275
 
                                                                იუნესკოს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ურთიერთობებზე. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, პარტნიორებს შორის დიალოგის აუცილებლობას.
ასევე, განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები.
დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობები ს შემდგომი განვითარებისა და გააქტიურებისთვის.