1746007492
ლონდონში ჯანი ვერსაჩეს მიერ შექმნილი კოლექციების უმსხვილესი გამოფენა გაიმართება

16 ივლისს ლონდონის Arches London Bridge-ში ჯანი ვერსაჩეს მიერ შექმნილი კოლექციების უმსხვილესი გამოფენა გაიმართება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 450-ზე მეტი ორიგინალური სამოსი, მათ შორის პრინცესა დიანასთვის, ქეით მოსისთვის, ელტონ ჯონისთვის, ნაომი კემპბელისთვის და ჯორჯ მაიკლისთვის შექმნილი კაბები და კოსტიუმები.
ჯანი ვერსაჩე მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერი იყო. იგი 1997 წელს მოკლეს. ჯანი ვერსაჩეს სიკვდილის შემდეგ მისი საქმე მისმა დამ - დონატელა ვერსაჩემ გააგრძელა.
„ჯანი ვერსაჩეს თამამმა, უკომპრომისო ხედვამ მოდის სფეროში რევოლუცია მოახდინა და ეს ქალაქი [ლონდონი], რომელიც კულტურითა და ხელოვნებით არის მდიდარი, იდეალური სცენაა მისი დანატოვრის საჩვენებლად“, - განაცხადა გამოფენის კურატორმა კარლ ფონ დერ აჰემ.