კვების სურვილი დაკარგა და ჭამაც ავიწყდება - ანჯელინა ჯოლი 44 კილოს იწონის

ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლის „ტონის“ დაჯილდოებაზე გამოჩენის შემდეგ, მის ჯანმრთელობაზე საუბრები არ ცხრება. ტაბლოიდი „რადარ ონლაინი“ წერს, რომ მსახიობი ახლა 44 კილოგრამს იწონის, რაც წონის მკვეთრ დეფიციტზე მიუთითებს, ამის მიზეზად გამოცემა ინსაიდერებზე დაყრდნობით, მსახიობის ფსიქიკურ პრობლემებს ასახელებს. უფრო კონკრეტულად კი, იმას, რომ ჯოლის კვების სურვილი დაკარგული აქვს და დროდადრო, ჭამა ავიწყდება.

მეგობრები შიშობენ, რომ ასე მსახიობი დიდხანს ვერ გასტანს. ცნობილი ექიმი გეიბ მირკინი გამოცემასთან ინტერვიუში ეჭვს გამოთქვამს, რომ ჯოლის ოსტეოპოროზი აქვს, ეს მეტაბოლური დაავადებაა, რომლის გამოც წონა მკვეთრად იკლებს.

აქვე არ ცხრება საუბარი სტრესის ფაქტორზეც, რადგან ანჯელინა ჯოლი ისევ დავას განაგრძობს ბრედ პიტთან – ეს ეხება როგორც ქონებრივ დავას, ასევე მეურვეობას შვილებზე.