კრის ჯენერი 13.5 მილიონ დოლარად ყიდის სასახლეს, სადაც კარდაშიანების ოჯახის შესახებ რეალით შოუს წლების განმავლობაში იღებდნენ

კრის ჯენერი

კრის ჯენერი 13.5 მილიონ დოლარად ყიდის სასახლეს, სადაც კარდაშიანების ოჯახის შესახებ რეალით შოუს წლების განმავლობაში იღებდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

 როგორც Page Six წერს, თუ ახალი მფლობელი გადაწყვეტს, რომ სასახლე ავეჯით შეიძინოს, მაშინ მითითებულ თანხას კიდევ 400 ათასი დოლარი უნდა დაამატოს.

„ამ შესანიშნავ სახლში უამრავი მოგონება დავაგროვე და ოჯახის წევრებს გავუზიარე. ბედნიერი ვარ, რომ ის ახალ მფლობელს ელოდება." - აღნიშნა კრის ჯენერმა.

 69 წლის კრისმა და მისმა ყოფილმა ქმარმა, კეიტლინ ჯენერმა, 6-ოთახიანი, 8 სველი წერტილის მქონე სასახლე 4 მილიონ დოლარად შეიძინეს. იქ წლების განმავლობაში რეალითი შოუს გადაღებები მიმდინარეობდა.