„კეი-პოპ დემონებზე მონადირეების“ სიქველი 2029 წელს გამოვა

კეი-პოპ დემონებზე მონადირეები

Netflix-ის ანიმაციური ჰიტის „კეი-პოპ დემონებზე მონადირეების“ სიქველი ეკრანებზე 2029 წელს გამოვა. Netflix-მა და Sony-მ წარმოების შესახებ შეთანხმება უკვე გააფორმეს.

ფენტეზი მიუზიკლი „კეი-პოპ დემონებზე მონადირეები“ გოგონების ჯგუფზე Huntrix მოგვითხრობს, რომლებიც სიმღერით ადამიანებს დემონებისგან იცავენ და ბოიბენდ Saja Boys-თან დაპირისპირება უწევთ, რომლის წევრებიც სინამდვილეში დემონები არიან. ფილმის რეჟისორები მეგი კანგი და კრის აპელჰანსი არიან. პერსონაჟები ცნობილმა სამხრეთკორეელმა მსახიობებმა და მომღერლებმა გაახმოვანეს - არდენ ჩომ, ან ჰიო სოპმა, მეი ჰონგმა, ჯი იონ იუმ, კიმ იუნჯინმა, დენიელ დე კიმმა, კენ ჯონგმა, ლი ბიონჰონმა და სხვებმა.

ანიმაცია Netflix-ის ყველა დროის ყველაზე პოპულარული ფილმი გახდა.