„ეს გარდაუვალია“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1764185477
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ჭეიშვილის, შეფასებით, ოპოზიციამ კარგად იცის, „იგლ ჰილსის“ პროექტი რა დივიდენდებს მოუტანს საქართველოს და პროექტის დისკრედიტაციას ცდილობს.
„ძალიან დიდი მასშტაბის ინვესტიციაა, რომლიდანაც საქართველოს ბიუჯეტში წლიური შემოსავალი 700 მილიონ ლარამდე იქნება. ზოგადად იციან ინვესტიციის მასშტაბები, რა დივიდენდების მომტანია ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის. ფაქტის წინაშე არიან, რომ „იგლ ჰილსი“ საქართველოში ოპერირებას დაიწყებს და ცდილობენ, შავი პიარი შეიქმნან და კონკრეტული პროექტის დისკრედიტაცია მოახდინონ”, - განაცხადა ჭეიშვილმა.
ოპოზიციამ, კერძოდ პარტია „ლელომ“ 6.6 მილიარდიანია პროექტი ჯერ არაბიზაციის დაწყების პროცესად შერაცხა, შემდეგ ქვეყანაში მეჩეთების აშენების დეზინფორმაციული პროპაგანდა დაიწყო, ამჯერად კი, აცხადებს, რომ საერთოდ, არავითარი ინვესტიცია არ არსებობს.
ექსთანაგუნდელებისგან განსხვავებით, საპირისპირო მოსაზრება აქვს „ლელოს“ ყოფილ პოლიტსაბჭოს წევრს. საბა ბუაძე ამბობს, რომ ოპოზიცია შავრაზმულ ნარატივს იყენებს, თითქოს არაბები ჩამოვლენ და ქვეყანას წალეკავენ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ტყუილი და სისულელეა და თუნდაც 5 და 10 ათასი არაბის დროებით საქართველოში შემოსვლა, ვერანაირ არაბიზაციას ვერ მოახდენს.