რა ხდება ამ წუთებში მეტროს საბურთალოს ხაზზე - ვითარება ადგილზე
1764167997
წლის ბოლო თვე ემოციურად ყოველთვის დატვირთულია. მოახლოებული ცვლილებების განცდით, მცირე დაძაბულობა იგრძნობა. ასეთ გარდამავალ პერიოდებში ბევრი რამ უფრო ნათელი ხდება. შესაძლოა, გადაწყვეტილების სისწორეში საბოლოოდ დარწმუნდეთ ან გეგმები შეცვალოთ და სიახლეებზე იფიქროთ.
2025 წლის ბოლოს სამი ნიშანი - ტყუპები, კირჩხიბი და მორიელი, ცვლილებების სურვილს ყველაზე მეტად იგრძნობს. ზოგიერთი მათგანისთვის ეს ურთიერთობების მოულოდნელად შემობრუნების ეტაპი იქნება, ზოგი კი დიდი ხნის ნანატრ ცვლილებას მიიღებს.
უფრო კონკრეტულად, თითოეული ნიშნის შემთხვევაში, ასტროლოგების პროგნოზს ქვემოთ გაგიზიარებთ:
ტყუპები
ტყუპებისათვის დეკემბერი სხვადასხვა საქმის ახალ ეტაპზე გადაყვანის დრო იქნება. შესაძლოა, მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ახლა ფიქრობთ. თუმცა, ეს ქაოსური ცვლილებები არ იქნება. თქვენ საბოლოოდ მიიღებთ შედეგს იმისთვის, რისთვისაც ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრს შრომობდით.
გეგმები, მიზნები, პროფესიული მიმართულება და ყველაფერი, რაც პიროვნულ განვითარებას უკავშირდება, ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. ის, რაც ადრე მიუღწეველი ჩანდა, ახლა მარტივად გამოგივათ.
სამსახურში ცვლილებების, თვითგანვითარებისა და დაწინაურების დროა. ასევე, ეს არის ეტაპი, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ, 2026 წლისთვის რომელ გეგმებსა და მიზნებს დაემშვიდობოთ და რის განვითარებაზე იფიქროთ.
ასტროლოგების მთავარი რეკომენდაცია: ნუ მიეჯაჭვებით იმას, რაც მხოლოდ ჩვევაზეა დაფუძნებული. თუ ძველი სცენარით დაიღალეთ, მაშინ ახლის შედგენის დროა.
კირჩხიბი
დეკემბერი შინაგანი სამყაროს, თქვენი მიდგომების, ურთიერთობების შეფასებასა და პრიორიტეტების განახლებას მოითხოვს. ურთიერთობების თვალსაზრისით, 2025 წლის ბოლო თვე ბევრად მეტ სიცხადეს მოგიტანთ. ყველაფერი, რაც ბუნდოვანი იყო, საბოლოოდ გაცხადდება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.
ადამიანების შეფასების შესანიშნავი დროა. მიხვდებით, ვინ არის თქვენთან ნამდვილად გულწრფელად და ვის უნდა დაემშვიდობოთ საბოლოოდ. შესაძლოა, ემოციურად რთული იყოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც არასაჭირო ურთიერთობებისაგან გათავისუფლდებით, ძალიან დიდ თავისუფლებას იგრძნობთ.
ასტროლოგების მთავარი რეკომენდაციაა, რომ ცვლილებებს არ შეეწინააღმდეგოთ. დეკემბერი თქვენს ცხოვრებას ძველ ფენებს ფრთხილად ჩამოაშორებს და დაგეხმარებათ იმის დანახვაში, თუ რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული...ვრცლად