ჯენიფერ კულიჯი Minecraft-ის ეკრანიზაციაში ითამაშებს

ჯენიფერ კულიჯი

„თეთრი ლოტოსის“ ვარსკვლავი ჯენიფერ კულიჯი თამაშის Minecraft ეკრანიზაციაში ითამაშებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია ვის განასახიერებს მსახიობი, თუმცა უკვე ვიცით, რომ მთავარ როლს პროექტში ჯეისონ მომოა შეასრულებს, რომელიც ასევე პროექტის პროდიუსერია. ფილმში ასევე ითამაშებენ: ჯეკ ბლეკი, ემა მაიერსი, დანიელ ბრუქსი და სებასტიან იუჯინ ჰანსენი.

ფილმის რეჟისორები ჯარედ და ჯერუშ ჰესები იქნებიან, სურათზე იმუშავებენ კომპანიები: Warner Bros, Vertigo და Legendary. ფილმი ეკრანებზე 2025 წლის 4 აპრილს უნდა გამოვიდეს.